უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კახა გოგოლის ოჯახს მიუსამძიმრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა და ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე გრიგოლის თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები თვალებში ჩაჰყურებენ ბოროტებას, რომელიც ცდილობს, რომ გაიმარჯვოს. ქართველი მებრძოლი ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს. კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან 15 დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.