არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება - ჯანდაცვის სამინისტრო

19 ივლისი 2022, 16:02 758 ნახვა

არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება. ამის შესახებ ინფრომაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე.

„ის შემთხვევები რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“-აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი