პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში

19 ივლისი 2022, 15:04 613 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში გრძელდება. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის პრემიერებმა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

დელეგაციასთან ერთად მოინახულა მრავალფუნქციური ყინულის სასახლის კომპლექსიც. დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ტაშკენტის მერიაშიც, სადაც სიტუაციური ცენტრი დაათვალიერეს. 

ვიცეპრემიერის განცხადებით, ტაშკენტში მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდება საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი