უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ კახა გოგოლს ფოთში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. იგი მშობლიურ სახლშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დაღუპული მეომრის პატივსაცემად მიდიან მისი მეგობრები, ნათესავები, ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გოგოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.