10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 ადამიანი, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ერთი კვირის განმავლობაში, სულ ჩატარდა 72 073 ტესტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 10.84%-ს შეადგენს.