უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპულ მე-17 ქართველს ფოთში სამხედრო წესით დაკრძალავენ.
47 წლის კახა გოგოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა და ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.