მიმდინარე წელს, 5 თვეში გვაქვს 11.2% ეკონომიკური ზრდა - ლაშა ხუციშვილი

18 ივლისი 2022, 14:03 1440 ნახვა

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, 5 თვეში გვაქვს 11.2% ეკონომიკური ზრდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა.

„ეკონომიკური აქტივობა გასული წლიდან მოყოლებული საქართველოში საკმაოდ მაღალია, ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს გვქონდა 10.4% ეკონომიკური ზრდა, ხოლო მიმდინარე წელს, 5 თვეში გვაქვს 11.2 % ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს ძირითადი ნაწილი მაინც გამოწვეული იყო იმ აღდგენითი პროცესით, რაც 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის მიმართულებით გვქონდა, შესაბამისად, ამ ნაწილში საბაზისო ეფექტი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, თუ 2019 წელს შევადარებთ, დაახლოებით 3%-ზე ოდნავ მეტით არის გაზრდილი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. შესაბამისად, ეს ზრდა არ არის მხოლოდ საბაზისო ეფექტით გამოწვეული, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2022 წელს, ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში, ამას თავისი მიზეზი აქვს და რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, ეს არის გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც ეკონომიკურ ზრდაში აისახება, თუმცა, ასევე, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც 35%-ზე მაღალია. ასევე, ტურიზმის მაჩვენებელი, რომელიც დაგეგმილზე მეტად არის აღდგენილი“,-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი