ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ახალი შოუ- პროგრამით წარსდგა. კონცერტი პროექტ „ქართული საგანძურის“ ფარგლებში შედგა. ღონისძიება 2 საათს გაგრძელდა.
ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.