თორნიკე გაფრინდაშვილი ''ზაგლებიემ'' წარადგინა

17 ივლისი 2022, 18:47 1261 ნახვა

თორნიკე გაფრინდაშვილი ლუბინის ''ზაგლებიემ'' ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა პოლონურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის გაფრინდაშვილი ბოლოს დინამო ბათუმის შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც 90 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

''ზაგლებიემ'' ოფიციალურად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის გურამ გიორბელიძის ტრანსფერიც დაადასტურა. საქართველოს ნაკრების მცველმა პოლონურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ქართველების კლუბმა პოლონეთის ჩემპიონატში 38 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილი დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი