უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი 28 ივლისის ბათუმში გაიმართება. "დინამო ბათუმი" საკუთარ მოედანზე პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდება.
შეხვედრის დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ Biletebi.ge-ზე 18 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება.
სტადიონის სალაროებში კი ბილეთების რეალიზაცია 19 ივლისიდან მოხდება.
ბილეთის ფასი 5,10 და 20 ლარია. VIP სექტორში კი 35 ლარს შეადგენს.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება პოლონეთში 21 ივლისის თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
განმეორებითი მატჩი კი ერთი კვირის შემდეგ ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დინამო სადებიუტო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმატჩიან დუელში ბრატილავის "სლოვანათან" 1:2 დამარცხდა.