ავარია გონიოში 

16 ივლისი 2022, 14:50 4515 ნახვა

ავარია გონიოში. გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარედ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მინივენი და სურსათით დატვირთული მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაზიანდა, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  

მედიკოსების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ქირურგიული დახმარება უტარდება.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში