სოსო გოგაშვილის დაკავება

16 ივლისი 2022, 14:15 887 ნახვა

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, - ეს  განმარტება გააკეთა სუს-მა მათივე ყოფილი მაღალჩინოსნის  დაკავების  შესახებ. თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს  უწყება  "მიმდინარე საქმე"-ში  დამატებითი დეტალები უცნობია.  

სპეცოპერაცია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახლში გვიან ღამით ჩატარდა,   კადრები კი ცოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. გაიჩხრიკა სოსო გოგაშვილის შვილების საცხოვრებელი სახლებიც.

ოჯახის წევრები გოგაშვილის დაკავების ოფიციალურ მიზეზებზე ვერ საუბრობენ,  თუმცა არ გამორიცხავენ, რომ  მისი დაკავება უკავშირდებოდეს ბოლო დროს გოგაშვილის განცახდებებს, მათ შორის რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასაც, სადაც გოგაშვილი საუბრობს იმაზე, რომ აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ გაყალბდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები,  და რომ ეს მტკიცებულებები  მან მედიას და დიპლომატიურ კორპუსებს გადასცა. ასევე წერდა, რომ სხვა უკანონობის ფაქტებსაც გამოაქვეყნებდა.   

გოგაშვილის სახლი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღრული  და წუხელ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გაგრძელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი