„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. გაჩეჩილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით შევა სასამართლოში.