ბათუმში საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე გუნდმა ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე სოციალური ინიციატივები წარადგინა.
ყურადღება გამახვილდა ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა ბათუმის უსახლკაროთა ღამის თავშესაფარი, შინმოვლის პროგრამა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი.
შეხვედრას სახელმწიფო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სინქ