საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს.