უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს შეერთებული შტატები ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში ვითარება არაპროგნოზირებადია, ამიტომ აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკელ მოქალაქეებს არ შევიდნენ უკრაინაში, იქ მყოფები კი დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო, სახმელეთო ტრასნპორტით, თუ ეს უსაფრთხოა“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, მოქალაქეებს მოუწოდეს თავი შეიკავონ დიდი შეკრებებებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებებისგან, რადგან ისინი შესაძლოა რუსეთის სამიზნედ იქცნენ.