ესტონეთის მთავრობა გადადგა

14 ივლისი 2022, 13:50 624 ნახვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი,ბალტიისპირეთში ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით გადადგა. „Euronews“-ის ინფორმაციით, კაია კალასი ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რომელზეც  კონსერვატიულ პარტია „სამშობლოსა“ და ოპოზიციურ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიასთან ერთად ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მანდატს მოითხოვს.

ესტონეთის პრემიერმა ტვიტერში განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც განმარტავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოქმედი უნდა გადადგეს.

„ესტონეთის რეფორმის პარტიამ“, პარტია „სამშობლომ“ და „სოციალ - დემოკრატიულმა პარტიამ“ სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და მათ ესტონეთის 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ექნებათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი