„ფარას“ კანონი დაინიცირებულია, ვინმეს თუ პრეტენზია ექნება ტექსტის ნებისმიერ სიტყვაზე, მიმართოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, გვითხრან, რა არ მოსწონთ ამ მხრივ ამერიკულ სისტემაში - შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2025, 13:04 93 ნახვა

„ფარას“ ამერიკული კანონი დაინიცირებულია. ჩვენ მომავალ კვირას დავიწყებთ პროექტის განხილვას. ყველა ნახავს, ეს ზუსტი თარგმანია, ვინმეს თუ რაიმე პრეტენზია ექნება ტექსტის ნებისმიერ სიტყვასთან, მძიმესთან, წერტილთან, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს და გვითხრან, რა არ მოსწონთ ამერიკულ სისტემაში ამ მხრივ, სიამოვნებით მოვისმენთ, რას უწუნებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველას შეუძლია, წაიკითხოს კანონპროექტი და შესაბამისი კითხვებით უკვე აშშ-ს მიმართოს.

„შიგნით და გარეთ, უცხოელი პოლიტიკოსები, ელჩები ცდილობდნენ გამჭვირვალობის კანონისთვის ძირი გამოეთხარათ და მის გარშემო შეექმნათ აბსურდული კონსპირაციები, დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივი. აქ არის ამერიკული კანონი, სიტყვა-სიტყვით, მძიმე-წერტილით იდენტური. თუ რაიმე პრეტენზია აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების სისტემასთან, ესეც მოგვახსენონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში