“ბათომი” ზურაბ პატარაძეს მიმართავს

09 იანვარი 2017, 00:00 3281 ნახვა

საზოგადოება ,,ბათომის” ღია წერილი ზურაბ პატარაძეს. ორგანიზაციის წევრები მთავრობის თავმჯდომარესთან  უახლოეს დღეებში შეხვედრას ითხოვენ, რათა  ერთობლივად განიხილონ ისეთი საკითხები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მათ შენარჩუნებას ეხება. ციტატა: ,, ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის მოშლა, სხვადასხვა ადგილას არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების  მასიური ნგრევა,  ავთენტური შენობების ჩანაცვლება საეჭვო ესთეტური ღირებულებებისა და მდარე არქიტექტურული ხარისხის   შენობა–ნაგებობებით, რამაც განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში იჩინა თავი. ამასთანავე  პროცესების მართვაში სრული კოლაფსია; ინტეგრირებული კონსერვაციის ანუ  უწყებათაშორის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ თანამედროვე მიდგომების ნაცვლად საქმე გვაქვს იმპულსურ და პრაქტიკულად  გაუაზრებელ უსისტემო ქმედებებთან. მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გეძლევათ რეალური შანსი, არაგანახლებადი კულტურული რესურსების განადგურების პრაქტიკა  შეცვალოთ  ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ მიდგომებითა და სტანდარტებით”-ნათქვამია ღია წერილში. მსგავსი შინაარსის წერილით ამავე ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ ქალქის მერსაც მიმართა. აქვე გეტყვით, რომ საზოგადოება ,,ბათომის” წევრები  სატელევიზიო კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით დაგვპირდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი