შეფერხებული ავიარეისები

09 იანვარი 2017, 00:00 2666 ნახვა

სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ავიარეისები ისევ გადაიდო. მიზეზად კვლავ უამინდობა სახელდება. სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში, ძლიერი ქარბუქის გამო 8 იანვრიდანა გადადებული ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ამბობენ, რომ გუშინ ავიარეისები დაგვიანებით შესრულდა.  ფრენების ნაწილი რომელიც გასულ ღამეს, თბილისის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო გაუქმდა, ნაწილი კი გადაიდო. 

ამავე კატეგორიაში