ერთი კვირაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

12 ივლისი 2022, 13:27 1129 ნახვა

გასული ერთი კვირის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 8.10%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი