პრემიერმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამი მიულოცა

11 ივლისი 2022, 20:16 678 ნახვა

მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული პრემიერმა თბილისის ჯუმა მეჩეთში  მიულოცა.  ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყურბან-ბაირამი არის  სიკეთის გამარჯვების, ახალი სიცოცხლის, იმედის მომცემი დღე. მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს .მთავრობის მეთაურთან ერთად თბილისის ჯუმა მეჩეთში ასევე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი