გიორგი ვაშაძის მიმართვა შალვა პაპუაშვილს და გამოხმაურება

11 ივლისი 2022, 14:04 626 ნახვა

გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები არ გაამართლოს. ასევე მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკა ღიად დაგმოს.

ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სახელისუფლო პარტიის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მონაწილეობაზე ვაშაძე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ „იმიტირებულ პროცესებში არ ჩაერთვებიან“.

გიორგი ვასაძეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატებისგან ისედაც გამიჯნულია, მათი პარტიიდან წასვლის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში