დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

11 ივლისი 2022, 13:32 1115 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.

პროცესზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვითაც, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის გამო, ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრება.

ასევე, კლინიკა "ვივამედიდან" გამოგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი ძლიერ სისუსტეს განიცდის და რომ მისი პროცესში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ არის.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სხდომის პირველ აგვისტომდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასთან ერთად არის ბრალდებული და მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი