უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ

11 ივლისი 2022, 10:27 884 ნახვა

უკრაინაში გუშინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ. აფხაზეთიდან დევნილი კახა გოგოლი უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ლუჰანსკის ოლქში, სოფელ ტაშკოვკასთან იბრძოდა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ საბრძოლო მიმართულებად მიიჩნევა.

უკრაინაში თითქმის ხუთთვიან ომს უკვე 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი