საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა. განსხვავებული სურათია ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომლებზეც ფასი შემცირდა. გარემოსდამცველები ცვლილებას მიესალმებიან, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ამით მოსახლეობა დააზარალდება.