65 წლის მამაკაცს, რომელმაც მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. დაკავებულმა მეუღლე სასიკვდილოდ ოჯახური კამათის გამო გაიმეტა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი უროა. საზარელ დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს - ფაქტს მათი შვილი შეესწრო, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.