ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა.
კალასის თქმით, თანამდებობა თავისი ინიციატივით დატოვა.
გადადგომის შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა ესტონეთის სამი პარტიის ლიდერის შეთანხმება ახალი კოალიციის ჩამოყალიბებაზე.
"რეფორმების პარტიამ", "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" და პარტია "სამშობლომ" კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.
არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამინისტროების განაწილების პროცესი დაიწყება.