„დიდი ოცეულის“ მინისტერიალს სერგეი ლავროვი ბოიკოტის გამო დაგეგმილზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. შეხვედრის დატოვებამდე ლავროვი გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ სიტყვით მიმართავს პრესას და ინდონეზიას დატოვებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღის მეორე ნახევარში აღარ დაესწრება ოფიციალურ სადილს და სამუშაო სესიას.
სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის დარბაზი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის შეკითხვებზე პასუხის გაცემას.
მანამდე დიდი ოცეულის ლიდერებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დასწრების გამო ტრადიციული ჯგუფური ფოტო არ გადაიღეს.