ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი 

08 ივლისი 2022, 14:31 873 ნახვა

აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. ზაზა შავაძემ მათ  სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  ისაუბრა  აგრარულ დარგში არსებული მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

შეხვედრა  ქობულეთში გაიმართა და მას აჭარაში მოქმედი ღვინის მწარმოებელი  კომპანიის წარმომადგენლები და პოლონელი მეღვინეები დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი