მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

06 ივლისი 2022, 10:48 742 ნახვა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას.

„ხაზი გაესვა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა კვლავ გრძელდება, კერძოდ, 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ – 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.

ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება. აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – 63.3 %-ით. ტურიზმზე საუბრისას კი ხაზი გაესვა, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია. ასევე, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აცხადებენ მტავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს დადებითი ტენდენციები, რაც ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით 2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი