„ქართველი მაშასადამე ევროპელი„ - 8 ივლისს ბათუმში ფილმის “თავისფლებისთვის“ ჩვენება გაიმართება. ფილმს საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, დიდ ეკრანზე უჩვენებენ.
ცხრა საათისთვის დაიწყება ჩვენება ფილმის, რომელიც საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას შეეხება.
ღონისძიების ორგანიზატორები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების ინსტიტუტია“.
ფილმის ჩვენების შესახებ დღეს ბათუმის ბულვარში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.