ავსტრალიაში სტიქია ისევ მძვინვარებს. აქ წყალდიდობის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქია ქალაქ სიდნეის წელს უკვე მესამედ დაატყდა თავს. სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბორილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ავსტრალიის ტერიტორიაზე უხვი ნალექი ელ ნინიოს სახელით ცნობილ ბუნებრივ მოვლენას უკავშირდება, რა დროსაც წყნარ ოკეანეში წყლის დათბობა გავლენას ახდენს კლიმატზე.
წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.