ყაზახეთში 4 დასასვენებელ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა

05 ივლისი 2022, 10:12 429 ნახვა

ყაზახეთში ალაკოლის ტბის სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის შედეგად  4  დასასვენებელი ბაზა  დაიწვა. დაშავებულია 7 ადამიანი. ცეცხლი 3 ათას  კვადრატულ მეტრზე იყო  გავრცელებული. შემთხვევის ადგილზე  200-მდე მაშველი-მეხანძრე  და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 29 ერთეული მუშაობდა.  

ხანძარს  7 საათის განმავლობაში ებრძოდნენ მეხანძრეები, პოლიციელები, ადგილობრივები. ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებდა, რომელიც წამში 10 მეტრს აღწევდა.

ცეცხლი ხის ნაგებობებზე  სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი