საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

04 ივლისი 2022, 21:14 1215 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ოვერტაიმში 6 ქულიანი სხვაობით 82:76 დაამარცხა.

ახალ დარბაზში შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 67:67 დასრულდა. დამატებულ 5 წუთში კი საქართველოს ნაკრებმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო მეტოქემ მხოლოდ 9. მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 17 ქულა იყო.

საქართველო, ესპანეთი და უკრაინა მე-2 ეტაპზე გავიდნენ, სადაც თამაში იტალიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან მოუწევთ. მომდევნო E ფანჯრის თამაშები 24 და 27 აგვისტოს ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი