"ხელოვნება საზღვრებს გარეშე" - სიმღერისა და ცეკვის მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. კულტურულ ღონისძიებაში საქართველოს გარდა სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები მონაწილეობენ.
წლევანდელ ფესტივალზე სულ 1000 მონაწილეა. ღონისძიების დაწყებამდე მოცეკვავეებმა მსვლელობა მოაწყვეს ანბანის კოშკის მიმართულებით.
ღონისძიება მიზნად სახავს მეგობრული და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება .