ბინა დევნილ ოჯახებს

03 ივლისი 2022, 11:06 612 ნახვა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდიან.

აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახი განსახლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი