ტაიფუნ „ჩაბას“ გამო ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომელზეც 30 მეზღვაური იმყოფებოდა. საინჟინრო გემი ტაიფუნის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ჰონგ კონგის სანაპიროდან 300 კილომეტრის მოშორებით ჩაიძირა.
გავრცელებული ინფორმაციით ჯერჯერობით მხოლოდ 3 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, ხოლო დანარჩენი 27 მეზღვაურის ბედი უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რასაც ხელს რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლის.
ადგილზე ორი სამაშველო თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და სამაშველო გემია მობილიზებული.
ტაიფუნის ეპიცენტრში ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.