უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბათუმში ტაქსით მგზავრობა გაძვირდეს. მძღოლების განცხადებით ამის მიზეზი საწვავზე ფასების მატებაა. მათი ვარაუდით მოსალოდნელია სათადარიგო ნაწილების გაძვირებაც, რაც საბოლოო ჯამში ტარიფზე აუცილებლად აისახება. ტაქსების კომპანიებში დასაქმებული მძღოლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომსახურების საფასური უცვლელია, თუმცა როდემდე შენარჩუნდება მოქმედი ტარიფი მათთვის უცნობია. გაზრდილია ფასები საკვებ პროდუქტებზე, სურსათსა და თამბაქოზე. ამ უკანასკნელზე ფასი დაახლოებით 1 ლარით გაიზარდა. ფასმა მოიმატა ავტოგაზზეც.