გაუქმებული ავიარეისები და პარალიზებული სტამბოლი

08 იანვარი 2017, 00:00 2026 ნახვა

სტამბოლში ქარბუქის გამო 800-მდე ავიარეისი გაუქმდა. ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია ,,თურქიშ ეარლაინსმა" 610 ფრენა მოხსნა. აღნიშნულის გამო, 5 900 მგზავრი სასტუმროებში განათავსეს, აეროპორტში დარჩენილი 20 ათასი ადამიანი კი საკვებით მოამარაგეს. საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტში კი 192 რეისი არ შესრულდა. სააგენტო ,,ანადოლუს" ცნობით, ძლიერმა თოვლმა მეგაპოლისის მილიონობით მაცხოვრებელი დააზარალა. თოვლის საფარის სიმაღლემ 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი