საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე აღდგენილია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, ამავე გზის კმ20-კმ22 მეწყრულ მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება.