სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რომლებიც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში. პრეზენტაციაზე სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები წარადგინეს, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა. რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი. სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქვე აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 58 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.