უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2022, 13:50 840 ნახვა

უშვილობის მკურნალობის კრიტერიუმებისა და ჯანდაცვის მიმართულებით გაზრდილი დაფინანსების შესახებ იმსჯელეს, დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე.

აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. გაიზარდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც. ბიუჯეტში აისახა უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ბავშვთა რეაბილიტაციის და სხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა - აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"გავზარდეთ დაფინანსება ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე გავითვალისწინეთ მოქალაქეების თხოვნა და დღეს უკვე წარმოდგენილია კრიტერიუმები უშვილობის დიაგნოსტიკის და რეაბილიტაციის მიმართულებით. წელს მხოლოდ, ამ მიმართულებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

მსურს მადლობა გადავუხადო გუნდს, რომლებმაც შეძლო ,,ოცნების ქალაქის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევის დაგეგმილი ვადებით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით განვითარება. უკვე დამტკიცებულია დანაწილების კრიტერიუმები პირველ ფაზასთან დაკავშირებით, ასევე ბიუჯეტში გაზრდილია დაფინანსება მე-2 ფაზის მიმართულებით. ჩვენ, როგორც დავპირდით იქ მცხოვრებ ოჯახებს, განსაკუთრებით პატარებს, ეს საქმეც ბოლომდე იქნება მიყვანილი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი