მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს

04 თებერვალი 2025, 21:47 174 ნახვა

ონლაინ გამოცემა "ბათუმელების"  და " ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 24 დღე შიმშილობს, საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. 

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მზია ამაღლობელს ჩაუტარდა კვლევები. პაციენტს ჰოსპიტალური მკურნალობა შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა, თუმცა შიმშილობას კვლავ აგრძელებს.

“მას ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, ნანახი იქნა კვლევის შედგები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები და საჭირო გახდა ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება”, - განაცხადა ჩხაიძემ "ტვ პირველთან".

ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, გონების კარგვის ეპიზოდი მზია ამაღლობელს არ ჰქონია და ის ამჟამად კონტაქტურია.

ჯერჯერობით უცნობია მზია ამაღლობელს კლინიკაში რამდენ ხანს დატოვებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში