20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 646 პირი. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 404 კვლევა ტესტით, მათ შორის 57 457 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 847 PCR ტესტით.