ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა. „სიქსტის კაპელაში“ ქართველებმა პირველად იმღერეს.
კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის გასულ წელს წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი და კულტურის მინისტრი ესწრებოდნენ.
საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.