მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 40 წლამდე ქალი, ასევე რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
ორსული ერთ-ერთ კლინიკაში შესვლის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. საავადმყოფოშია გადაყვანილი გარდაცვლილი ქალის ორი შვილი. როგორც ექიმები აცხადებენ, შვიდი და რვა წლის მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია. მეხუთე სართულის აივანი გუშინ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულია.