უკრაინაში დაღუპულ ალუდა ზვიადაურს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

26 ივნისი 2022, 15:00 584 ნახვა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლო ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.

42 წლის მებრძოლს სოფელ გომბორში მოქალაქეები დახვდნენ. ქართველი მებრძოლი დაახლოებით 10 დღის წინ ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.

მისი თანამებრძოლების გადმოცემით, ზვიადაურს ზურგში იმ დროს ესროლეს როცა დაჭრილების დახმარებას ცდილობდა. ალუდა ზვიადაურს 28 ივნისს დაკრძალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში