ყველა მტრული რაკეტა იმის დასტურია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველა მტრული რაკეტა არგუმენტია პარტნიორებთან მოლაპარაკებებში და დასტური იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი სამხედრო დახმარება.
გარდა ამისა, ზელენსკიმ მიმართვაში აღნიშნა, რომ ორშაბათს „დიდი შვიდეულის“ სამიტში ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთვება და პარტნიორებისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას მოითხოვს.