ომისგან დისტანცირება შეუძლებელია - ოლენა ზელენსკა 

26 ივნისი 2022, 11:42 625 ნახვა

თანამედროვე სამყაროში, რომ  ომისგან დისტანცირება შეუძლებელია,  ამის შესახებ  ისაუბრა უკრაინის პირველმა ლედიმ  ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში. ოლენა ზელენსკამ ომში უკრაინელების ცხოვრებასა და დაღუპულ ბავშვებზე ისაუბრა. 

ზელენსკამ აღნიშნა, რომ როგორც არ უნდა ეცადოს მსოფლიომ თავი აარიდოს უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესებს, რათა ფსიქიკა არ დაუზიანდეთ,  ამას ვერ შეძლებენ, რადგან სამყაროს უბრალოდ არ აქვს კედლები.

გარდა ამისა, პირველმა ლედიმ უკრაინელების ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამებსა და მათ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში